16:40 - 15 Aug, 2018
2017-10-13 14:53:27, 1186 ნახვა
ლევან იზორია ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე და სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებს, კერძოდ კი ტოტალური თავდაცვის კონცეფციას.

ლატვიელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ აღუთქვეს მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.

ლატვიისა და თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics