21:14 - 22 Jun, 2018
2017-10-13 12:36:55, 1008 ნახვა
თურქეთის ხელისუფლებამ, გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 115 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ, მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 115 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით 15 პროვინციაში ტარდება.  

სამართალდამცველების თქმით, ოპერაცია მიმართულია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ქსელის ფინანსური სტრუქტურის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ამ დროისთვის, 50 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, 150 ათასი საჯარო მოხელე კი, სამსახურიდან დაითხოვეს. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა. ანკარა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და აშშ-ისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics