21:18 - 22 Jun, 2018
2017-10-13 10:08:52, 1085 ნახვა
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ს.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მისი ზურგჩანთიდან, 20 შეკვრად დაფასოებული, 11,6797 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 7,3933 გრამ ჰეროინს შეიცავს.

მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics