16:41 - 15 Aug, 2018
2017-10-13 08:55:46, 1210 ნახვა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე  განიხილავს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა  დღეს 11:00 საათზე დანიშნა.

„საქართველოს კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა  2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია.

რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია:

1 . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე (N 07-3/52, 01.05.2017) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (N 07-1/13, 9.10.2017) განხილვა.

2.  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა

უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 113 ხმის მობილიზება  სჭირდება

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics