09:59 - 20 Jun, 2018
2017-10-12 19:19:43, 904 ნახვა
კამათი პარლამენტში - ეკა ბესელიამ დეპუტატებს მიკროფონი გაუთიშა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, უმრავლესობის წარმომადგენლებმა  და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იკამათეს.

„ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, მე არასოდეს გავმხდარვარ რომელიმე პარტიის წევრი, რომ ბოლო ნომრად შევსულიყავი საქართველოს პარლამენტში“, - ხმაური ანა დოლიძის ამ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან მმართველი გუნდის წევრ ანრი ოხანაშვილის მისამართით გააკეთა.

მანამდე, ანრი ოხანაშვილმა ანა დოლიძეს ჰკითხა, ხომ არ წარმოადგენდა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას.

ანა დოლიძე პიროვნულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. სხდომის თავმჯდომარემ მას  და პოლემიკის მონაწილე ყველა დეპუტატს  მიკროფონი გაუთიშა.

„პიროვნული დაპირისპირების ველი არ არის პარლამენტის დარბაზი, პარლამენტი  არის პოლიტიკური პროცესის, სამართლებრივი პროცესის ადგილი“,- აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი ყველანაირ მანიპულაციას იყენებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მირ არჩეულ დეპუტატებს  კითხვებზე პასუხი არ გასცეს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პრეზერვატივის საქმე სტრასბურგში მიდის - რა მორალის დაწესება უნდა ქართულ ამორალურ სასამართლოს?
„საქართველოს რკინიგზა“ - ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics