09:55 - 20 Jun, 2018
2017-10-12 18:58:07, 1037 ნახვა
დოლიძე: იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო თანხმობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის გადაგზავნილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო თანხმობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს".

"დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები უპრეცედენტოა პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ვეტო ქვეყნის უმაღლეს კანონზე კონსტიტუციაზე და იმიტომ, რომ ეს არის თანხმობის ვეტო, რადგან ვეტოს რეალურად ორი პატრონი ჰყავს - ეს არის უმრავლესობა, რომლის 5 პრინციპული საკითხია გათვალისწინებული ამ ვეტოში და ასევე არის ოპოზიცია, რომლის 20 პარტიისაგან შემდგარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა ამ დოკუმენტის შემუშავებაში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ამ თანხმობის შანსს უმრავლესობა არ გაუშვებს ხელიდან და გულისყურით მოეკიდება მას", - აღნიშნა ანა დოლიძემ. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



პრეზერვატივის საქმე სტრასბურგში მიდის - რა მორალის დაწესება უნდა ქართულ ამორალურ სასამართლოს?
„საქართველოს რკინიგზა“ - ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics