10:55 - 16 Jul, 2018
2017-10-12 18:31:42, 1048 ნახვა
ლევან იზორიას პირველი მოადგილე ნიდერლანდების სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს კონტრტერორიზმის საკითხებში ალე დორჰუტს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ჰოლანდიის დელეგაციის წევრებს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაც ესწრებოდა.

შეხვედრა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია
ავტოავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავ სიაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და კეზერაშვილიც მოხვდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics