16:40 - 15 Aug, 2018
2017-10-12 13:54:07, 1129 ნახვა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს  ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა  და მიმდინარე გამოფენა - „კოტე მიქაბერიძე" - დაათვალიერა.

ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს ექსპოზიციაზე მეგზურობა  გამოფენის კურატორმა ნინო ძანძავამ გაუწია, რომელმაც ცნობილ ქართველ რეჟისორზე, მსახიობსა და მხატვარზე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.

სტუმრებმა ასევე  საგამოფენო პავილიონში არსებული მედიათეკა და არქივის ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია დაათვალიერებინეს.

 დელეგაციის წევრები  ეროვნული არქივის მუშაობის კონცეფციას და საქმიანობას გაეცნენ, რომელსაც ეს უწყება  სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ახორციელებს.

ყაზახეთის დელეგაცია ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ინოვაციურ სერვისებს ეცნობა.

ვიზიტის ფარგლებში  სტუმრები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს ეცნობიან.

დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

(NS)  

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics