09:56 - 20 Jun, 2018
2017-10-12 10:57:38, 902 ნახვა
კობახიძე: პარლამენტი ხვალ მიიღებს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის საკითხები სათანადოდ მოწესრიგდება

საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლიკობახიძემ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის საკითხები სათანადოდ მოწესრიგდება. 

„განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მართვა, თავდაცვის ძალების მართვა და სამხედრო ძალების გამოყენება. ძლიერდება პარლამენტის როლი და ფუნქციები თავდაცვის სფეროში. აქვე აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრება. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო და ცივილიზებული სამყარო დღეს დგანან უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ მშვიდობის მოსურნე სახელმწიფოების მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობით და საერთო ღირებულებებზე შეთანხმებით, ყველა დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი. საქართველო მზადაა, კვლავაც დარჩეს ნატო-ს და მისი მეგობარი ქვეყნების ერთგულ და ღირსეულ პარტნიორად ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში“, - აღნიშნა კობახიძემ. 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



პრეზერვატივის საქმე სტრასბურგში მიდის - რა მორალის დაწესება უნდა ქართულ ამორალურ სასამართლოს?
„საქართველოს რკინიგზა“ - ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics