16:41 - 15 Aug, 2018
2017-10-11 13:41:17, 1300 ნახვა
სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მკვლელობისმცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებული ნ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითადა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 20 მარტს,  ღამის საათებში, თბილისში, სოფელ დიღომში, ნ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით,  გ.ქ.-ს დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო დ.კ.-ს სცემა დაშემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად  გ.ქ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ნ.დ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით(მკვლელობის მცდელობა),  126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.დ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics