16:41 - 15 Aug, 2018
2017-10-11 11:24:08, 1068 ნახვა
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში  ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მუქარაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017  წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, დ.გ.-მ ქ. თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში    მეუღლეს ქ.ტ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც  სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.გ.-ს ქმედების შედეგად ქ.ტ.-მ ფიზიკური ტკივილი  განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სამართალდამცველებმა დ.გ. 2017 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 111-151-ე მუხლით (მუქარა)  და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics