21:16 - 22 Jun, 2018
2017-09-28 16:05:38, 1759 ნახვა
Face ID-ს „ბნელი მხარე“

კომპანია Apple-მა ახლახანს საზოგადოებას თავისი ახალი ქმნილება "აიფონ 10" წარუდგინა.

სმარტფონს სხვა სიახლეებთან ერთად რევოლუციური(როგორც კომპანია ამბობს) სიახლე-Face ID ტექნოლოგია შეემატა.

27 სექტემბერს კომპანიამ ადგილობრივ პრესაში Face ID-ს შესახებ განმარტება და რეკომენდაცია განათავსა. თურმე ამ ტექნოლოგიის 13 წლამდე მოზარდებში გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგანაც ადამიანის სახის უნიკალურობა ასაკთან ერთად ემატება. აგრეთვე Face ID-ის გამოყენება არაა სასურველი იმ შემთხვევაში, თუ ტყუპი ძმა ან და გყავთ, რადგანაც პროგრამამ თქვენი და თქვენი ტყუპის განსხვავება შეიძლება ვერ აღიქვას და თქვენი სმარტფონი მისთვისაც გახადოს ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Apple-მა Face ID-ს მქონე iPhone X საზოგადოებას 12 სექტემბერს აჩვენა. ახალი ტექნოლოგია სახის ინფრაწითელი სკანირების, მისი ვირტუალური 3D მოდელის  შექმნას და შემდეგში ამოცნობას გულისხმობს. კომპანია ახალ ფუნქციას ძველი Touch Id - ს ნაცვლად შემდეგ მოდელებშიც გამოიყენებს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics