22:47 - 26 Mar, 2019
2017-09-21 16:00:27, 3997 ნახვა
Apple-ის საოპერაციო სისტემა iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა

„Apple Inc“-ის საოპერაციო სისტემა iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უწყება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანია  „Apple Inc“-თან, რათა საქართველოს მომხმარებლებისთვის კომპანიის მიერ სრულყოფილი მომსახურება იქნეს გაწეული და საქართველო კომპანიის მიერ მხარდაჭერილი ქვეყნების ჩამონათვალში იქნეს შეყვანილი.

„ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „Apple Inc“-ს შორის ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებების შედეგად პირველ ეტაპზე „Apple Inc“-მა გახსნა მომსახურებები ქართველი iOS დეველოპერებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ შექმნან საკუთარი ანგარიშები “App Store”-ზე აპლიკაციების განთავსებისთვის.

დღეისთვის iOS 11-ის საოპერაციო სისტემას ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია „Apple Inc“-ის მოწყობილობების და iOS ოპერაციული სისტემის ქართველი მომხმარებლებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვლავ აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებებს კომპანია „Apple Inc“-თან და ვიმედოვნებთ, რომ ახლო პერიოდში კომპანიის მომსახურებები სრულყოფილად იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში, რაც ქართველ მომხმარებლებს და დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ „Apple Inc“-ის პროდუქტების და სერვისების სრული სპექტრი. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics