21:07 - 22 Jun, 2018
2017-09-14 13:27:51, 1448 ნახვა
ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის სამი წევრი ქართველია

ლიბიაში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის სამი წევრი ქართველია. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ დაუდასტურა.

მამუკა ახალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

„30 აგვისტოს ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა ცხელ კვალზე დევნის დროს დააკავა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი, მცირე ზომის ტანკერი, რომელსაც სავარაუდოდ გადაჰქონდა ლიბიური ნავთობი. ტანკერზე იმყოფებოდა 11 ეკიპაჟის წევრი, 11-დან 3 არის საქართველოს მოქალაქე და გემის კაპიტანი. ახლა გემი გადაყვანილია ლიბიის საპორტო ქალაქ ტრიპოლში, ეკიპაჟის თერთმეტივე წევრი გადაყვანილია წინასწარ პატიმრობის რეჟიმში. დაკავებულების ოჯახის წევრებთან გვაქვს კავშირი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინტენსიურად მუშაობს დეტალების დასაზუსტებლად. კავშირი დავამყარეთ ტანზანიის დროშის საზღვაო ადმინისტრაციასთან, საიდანაც ველოდებით დამატებით ინფორმაციებს და დღის ბოლომდე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი“,-განაცხადა ახალაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics