00:36 - 23 Jul, 2018
2017-09-13 06:30:22, 268 ნახვა
უკრაინამ შესაძლოა, სააკაშვილის ექსტრადირება არ განახორციელოს, ვიდრე საქართველოში სასამართლო მის საქმეებზე განაჩენს არ გამოაცხადებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის დენის ჩერნიშოვის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ განახორციელოს, ვიდრე საქართველოში სასამართლო მის საქმეებზე განაჩენს არ გამოაცხადებს, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.

"უკრაინაში ჯერ არაფერი მომხდარა, სააკაშვილის საზღვარზე გადასვლის გარდა. ის დოკუმენტები, რომლებიც მივიღეთ ჩვენ და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განიხილება. ეს ექსტრადირების განხორციელების მორიგი ეტაპი არ არის და ამ ეტაპში იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს. აი, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი უკვე რომ გაესამართლებინათ იმ მუხლებით, რომლებიც პრესკონფერენციაზე ჩემმა კოლეგამ, ბატონმა პეტუხოვმა (იუსტიციის მინისტრის მოადგილემ) დაასახელა, მაშინ ეს იქნებოდა იუსტიციის სამინისტროს ნაწილობრივი პრეროგატივა“, - განაცხადა დენის ჩერნიშოვმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას, არ გადასცეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩერნიშოვმა დადებითად უპასუხა.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის ექტსრადირების მოთხოვნის მიღება. ამასთან, იგივე მოთხოვნა უკრაინამ 2015 წელსაც მიიღო, თუმცა სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მაშინ უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნიან. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics