00:35 - 23 Jul, 2018
2017-09-13 04:12:14, 1609 ნახვა
ლადო სადღობელაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"ქართველთა მარშის“ ერთ- ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის საქმის განხილვა 15 სექტემბრამდე გადაიდო. 

ამასთან, სადღობელაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავიუფლეს. 

სხდომის დაწყებამდე ლადო სადღობელაშვიმა აღნიშნა, რომ მას კანონი არ დაურღვევია და დაკავების მიზეზი მისთვის გაუგებარია. 

ამასთან, მისივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ავტომობილში მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. სადღობელაშვილი აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოში საჩვრის შეტანას აპირებს. ამასთან, მანვე დასძინა, რომ პოლიციელების ამოცნობას, შეძლებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართულ აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სადღობელაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე  და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან  ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics