00:36 - 23 Jul, 2018
2017-09-13 03:31:52, 523 ნახვა
სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან.

დღეს, ქართველი სამხედროების ერთ-ერთ ვარჯიშს „ფონდი არველაძის“ წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრნენ.

ტურნირის მონაწილე სპორტსმენების გამხნევების მიზნით, ფონდის დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ მათ საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ კანადაში, ქალაქ ტორონტოში 23-30 სექტემბერს გაიმართება. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული 15-კაციანი ნაკრები ინტენსიურ მომზადებას გადის. საერთაშორისო ასპარეზობისთვის, ისინი მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდის სროლაში, ცურვაში, ველორბოლაში და წოლჭიმში გადიან მომზადებას. კანადაში სამხედრო მოსამსახურეების 15 ოჯახის წევრი სპეციალური პროგრამით გაემგზავრება.

ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშებში“ ქართველი სამხედროები უკვე მესამედ მონაწილეობენ.

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics