00:36 - 23 Jul, 2018
2017-09-13 02:26:48, 264 ნახვა
ევროკავშირის ტერიტორიაზე უფასო უსადენო ინტერნეტსივრცეები მოეწყობა

ევროკავშირის ტერიტორიაზე უფასო უსადენო ინტერნეტსივრცეები მოეწყობა. პროგრამის მიზანი ნაკლებად დასახლებული რეგიონების ინტერნეტით აღჭურვაა, - შესაბამისი კენჭისყრა ევროპარლამენტიში გუშინ გაიმართა. 

ინფორმაციას ციფრული ეკონომიკის ევროკომისრი მარია გაბრიელი ავრცელებს.

მისივე თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს იმ ტერიტორიებსა და ობიექტებს, სადაც უფასო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. 

ამასთან, როგორც მან განაცხადა, ევროკავშირი აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად 120 მილიონ ევროს გამოყოფს.

ხსენებული ინტერნეტსივრცეები 6-დან 8 ათასამდე პუნქტში მოეწყობა. ესენია: სკვერები, საავადმყოფოები, მუზეუმები, სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტები. 

 

ცნობისთვის, პირველი ასეთი ტერმინალები ევროკავშირის ტერიტორიაზე 2018 წლიდან გაჩნდება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics