08:27 - 18 Jul, 2018
2017-09-12 01:39:35, 503 ნახვა
ავღანეთში დაშავებულ ქართველ სამხედროს სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ“,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



19 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
შსს-მ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა
„რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას“ - სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics