07:00 - 21 Apr, 2019
2017-09-08 04:38:34, 2622 ნახვა
მზეზე 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

8 სექტემბერს დილის 11 საათზე მზეზე უძლიერესი აფეთქება მოხდა. ეს ანომალიურად სახიფათო შემთხვევაა, რადგან აფეთქებამ თავისი სიძლიერიდან გამომდინარე 5 ბალიანი შეფასებიდან 4 ბალს მიაღწია. ამის გამო მას მზეზე აქტიურობის უმაღლესი - X ხარისხი მიანიჭეს.

ხიფათს ის კი არ ზრდის, რომ აფეთქებები ძლიერია, არამედ ის, რომ ისინი ყოველდღე მეორდება.

მეცნიერების თქმით დედამიწაზე უძლიერესი მაგნიტური ქარიშხლები მძვინვარებს, რაც კოსმოსიდან ნათლად ჩანს. კანადაში ღამით უძლიერესი ჩრდილოეთის ციალი შეინიშნება.

მზეზე ანომალიური აქტიურობა 4 სექტემბერს M კლასის აფეთქებებით დაიწყო, ხოლო 6 სექტემბერს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. 7 სექტემბერს კიდევ ერთ უძლიერეს აფეთქებას მეცნიერებმა ხიფათის X კლასს მიანიჭეს.

მზეზე ყველაზე ძლიერი აფეთქებები კოსმოსში ტროტილის ექვივალენტში ტრილიონობით მეგატონ ენერგიას აგდებს. ეს მზისგან გამომავალი ენერგიის ნაწილია, რომელსაც ის ყოველ 1 წამში გამოიმუშავებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics