22:13 - 21 Jun, 2018
2017-06-29 23:25:34, 2162 ნახვა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა

საქრთველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა.

„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა! ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაცია ასევე განთავსებულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის თანახმად, პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ეწვევა. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics