17:14 - 18 Jun, 2018
2017-06-19 17:05:31, 1192 ნახვა
პრეზიდენტი სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. „მოსმენების კანონთან" მიმართებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ვეტო, რადგან მიაჩნდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.

„შესაბამისად, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რათა გაუქმდეს მოსმენების კანონში მუხლები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან", - აღნიშნა ანა დოლიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics