21:55 - 21 Jun, 2018
2017-05-19 21:26:41, 1487 ნახვა
Sana: ISIS სირიაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო - 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვი

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ სალამიასთან მდებარე სოფლებში რელიგიური ნიშნით მასობრივი მკვლელობა მოაწყო, - ამის შესახებ სააგენტო SANA იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა 60-მდე შიიტი მუსლიმი მოკლეს, მათ შორის ქალები და 17 ბავშვი. 

როგორც მედია წერს, ტერორისტებმა რამდენიმე სირიელი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს.

SANA-ს ცნობით, სირიის ჯარსა და ტერორისტებს შორის შეტაკებები ბოლოს ქალაქ აქარებ ალ-საფის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურთი მებრძოლები დაეშის თვითგამოცხადებული დედაქალაქის რაქას ასაღებად ემზადებიან.

სოფელ სალამიას საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითა და ჭრილობებით 40-მდე ადამიანი გადაიყვანეს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics