19:58 - 16 Jan, 2019
2017-03-15 16:40:05, 1990 ნახვა
კახიძე: საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები პრაქტიკულად არ მუშაობს

 „ევროპული საქართველოს“  წევრის  ოთარ კახიძის შეფასებით,  დღეს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები პრაქტიკულად არ მუშაობს.

მისივე თქმით, მინისტრები დაბარების მიუხედავად პარლამენტში არ მიდიან, ხოლო უმრავლესობა მთავრობის წევრების მხრიდან რეგლამენტის დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენს.

„წინა მოწვევის პარლამენტში მინისტრები კიდევ მოდიოდნენ პარლამენტში, მათ შორის უმცირესობის ფორმატში  და ამ პარლამენტში საერთოდ უგულებელყვეს ანგარიშვალდებულების პრინციპი. ენერგეტიკის მინისტრი დავიბარეთ გაზპრომთან დაკავშირებით და არ გამოცხადდა, საზარ სუბარი დავიბარეთ დევნილების საკითხზე და არ გამოცხადდა, დიმიტრი ქუმსიშვილი დავიბარეთ ეკონომიკურ საკითხებზე  მანაც ვერ გამონახა დრო და საპარლამენტო უმრავლესობა არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. რეაგირებას არ ახდენს მთავრობის წევრების მხრიდან რეგლამენტის დარღვევაზე და პარლამენტის როგორც ინსტიტუტის დამცირებაზე. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები პრაქტიკულად არ მუშაობს, მათთვის მთავარია ივანიშვილის მორჩილება, მე ვსაუბრობ დღეს რა გამოწვევები აქვს საზოგადოებას, წინა ხელისუფლების დროს  და იმის წინა დროსაც იყო პრობლემები საპარლამენტო კონტროლთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ უნდა გამოდგეს გასამართლებლად, რომ ახლა საერთოდ არ მოვიდნენ მინისტრები“,-განაცხადა კახიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის წარდგენილ Brexit-ის გეგმას მხარი არ დაუჭირა
ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მილიარდ ევროს გამოყოფს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics