15:20 - 18 Dec, 2018
2016-02-19 12:33:12, 1101 ნახვა
EPN-Research გამოკითხვის შედეგები: „ქართული ოცნება“ 31%, „პატრიოტთა ალიანსი“ 23%, „ნაციონალური მოძრაობა“ 20.1%

EPN- Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა.

კერძოდ, კითხვაზე  - ხვალ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდებოდეს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 31%  აცხადებს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 23% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, 20.1% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 8.8% - „თავისუფალ დემოკრატებს“, 8.5% - „ლეიბორისტულ პარტიას“, ხოლო 6.2% პარტია „ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“. სხვა პოლიტიკური პარტიები გამოკითხულთა 2.4%-მა დაასახელა.

ცნობისთვის, EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში.

EPN- Research-მა გამოკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვთ და მას არ შეიცვლიან. შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ.

EPN- Research-ის საზოგადოებრივ კვლევების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის.  EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დაწესებულებები, რომლებიც 4 დღეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ - ღამის საათებში რეიდები ტარდება
შსს-მ მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics